პროექტის შესახებ

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“

პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ . დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5,07 მლნ ევრო(აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3,8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. . პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS ) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტი (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ , ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში, პროექტს ახორციელებს ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), როგორც რეგიონული ჰაბი - ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა და პოლიტიკურ დიალოგსა და განვითარებაში მისი როლის გაზრდა: 1. სამოქალაქო გარემოს გაუმჯობესება 2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, 3. ანგარიშვალდებულების გაზრდა; 4. სხვა აქტორებთან კავშირების გამყარება;